ბიზნესი
15/02/2022

"კულა" ტყლაპის წარმოების განახლებას ზაფხულიდან გეგმავს

საკონსერვო კომპანიამ „კულა“ ტყლაპის წარმოების განახლება წლის მეორე ნახევრამდე გადადო.

კომპანიამ 2021 წელს 4 სახეობა ტყლაპის წარმოება "რაჭულო ჩირუკას" ბრენდით დაიწყო, მაგრამ კადრების სიმცირის გამო, მალევე შეაჩერა.

„პანდემიის გამო კადრის სიმცირეს განვიცდით. ამიტომ, არ გვიღირს ახალი პროექტების დაწყება,“ - აცხადებს "კულას" დამფუძნებელი ვანო გოგლიძე "ბიზნესპარტნიორთან".

წლის ბოლომდე დაგეგმილია ჩირის წარმოების გაზრდაც.

„კულამ“ ჩირის წარმოებისთის გორში 1300 კვ. მეტრის ფართობზე ახალი საწარმო ააშენა. პროექტში 1.3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კომპანიას თავისი პროდუქცია 25 ქვეყანაში გააქვს. მათ შორის, შეთავაზებაში იქნება „რაჭული ჩირუკაც“.  „კულა“ ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.

კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020