ბიზნესი
03/06/2022

"კულა" ტყლაპის წარმოების განახლებას სექტემბრიდან გეგმავს

საკონსერვო კომპანიამ „კულა“ ტყლაპის წარმოების განახლებას სექტემბრიდან გეგმავს, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" "კულას" დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განაცხადა. 

კომპანიამ 2021 წელს 4 სახეობა ტყლაპის წარმოება "რაჭულო ჩირუკას" ბრენდით დაიწყო, მაგრამ კადრების სიმცირის გამო, მალევე შეაჩერა.

„რამდენჯერმე დავაპირებთ განახლება, თუმცა, ვერ მოვახერხეთ. ხან პანდემია იყო, ახლა რუსეთ-უკრაინის ომი.ვფიქრობთ, ამ ეტაპზე მაინც აღარაფერი შეგვიშლის ხელს“ - აღნიშნავს გოგლიძე. 

„კულამ“ ჩირის წარმოებისთის გორში 1300 კვ. მეტრის ფართობზე ახალი საწარმო ააშენა. პროექტში 1.3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კომპანიას თავისი პროდუქცია 27 ქვეყანაში გააქვს. მათ შორის, შეთავაზებაში იქნება „რაჭული ჩირუკაც“.  „კულა“ ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.

კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023