ბიზნესი
05/07/2021

“კულა“ სექტემბერში ტყლაპის წარმოებას დაიწყებს

საკონსერვო კომპანია „კულა“  სექტემბერში ტყლაპის წარმოებას დაიწყებს.დაგეგმილია რამდენიმე სახეობის გამოშვება, რომელიც „რაჭული ჩირუკას“ ბრენდით  გაიყიდება.

როგორც „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, წლის ბოლომდე დაგეგმილია ჩირის წარმოების გაზრდაც. „ახლა 4 სახეობის - ატმის, კომშის, ქლიავის და მსხლის ჩირს ვაწარმოებთ, დაემატება კიდევ 2 სახეობა“-აცხადებს გოგლიძე.

ჩირი სარეალიზაციო ქსელში პროდუქტი იყიდება ქაღალდის შეფუთვაშიც და  ქილებშიც.120 გრამიანის ფასი  3.0 ლარს შეადგენს, 130 გრამიანის ფასი 3.30 ლარია,185გრ ქილაში კი პროდუქტის ფასი 4.50 ლარს შეადგენს. რა ფასად გაიყიდება ტყლაპი, ამაზე გოგლიძე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს.

„კულამ“ ჩირის წარმოებისთის გორში 1300კვ.მეტრის ფართობზე ახალი საწარმო ააშენა.პროექტში 1.3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კომპანიას თავისი პროდუქცია 25 ქვეყანაში გააქვს. მათ შორის, შეთავაზებაში იქნება „რაჭული ჩირუკაც“.  „კულა“ ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.

კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.