ბიზნესი
11/08/2020

“კულა“ ბავშვთა კვების წარმოებას 2021 წლიდან დაიწყებს

ქართული საკონსერვო კომპანია „კულა“ ბავშვთა კვების წარმოებას 2021 წლიდან დაიწყებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება, როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განუცხადა, 2–3 მილიონი დოლარი იქნება. 

„ბავშვებისთვის ხილის წვენებისა და ხილფაფების წარმოებას მალე დავიწყებთ,  პანდემიამ შეგვაფერხა, თუმცა 2021 წლისთვის ვგეგმავთ ამ პროექტის განხორციელებას. Covid19-ს ხელი არ შეუშლია საწარმოების მუშაობისთვის, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ პროცესს, ვაწარმოებთ პროდუქტს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კონსერვები და ჯემები ძალიან მოთხოვნადი იყო სწორედ კარანტინის პერიოდში“, - აცხადებს „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე.

გორის საკონსერვო ქარხანა „კულა“ 2009 წელს დაფუძნდა. ამჟამად, კოპანიას გააჩნია ხუთი საწარმო, რომლებიც ძირითადად განთავსებულია შიდა ქართლში. „კულა“ ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.

Businesspartner