ბიზნესი
08/07/2021

"კულა" 2021 წლის ბოლომდე ₾1 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს

საკონსერვო წარმოება „კულა“ 2021 წლის ბოლომდე 1 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, დაგეგმილია გორის ქარხანაში ახალი ხაზების დამატება. მათ შორის, თითქმის ყველა არსებულ ხაზი შეიცვლება ახალი თანამედროვე დანადგარებით, რაც საბოლოო ჯამში წარმადობის გაზრდას გამოიწვევს.

როგორც გოგლიძე განმარტავს, გაყიდვების თვალსაზრისით კომპანია წელს დაგეგმილ მაჩვენებელზე გადის.

„კულა“ ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.

კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს.