ბიზნესი
20/04/2022

"ქუქი ბეიქერი" მეორე მაღაზიას ვაკეში ხსნის

ორცხობილების საკონდიტრო მაღაზია “ქუქი ბეიქერი“ გაფართოებას გეგმავს. კომპანიის მეორე მაღაზია ვაკეში, ირაკლი აბაშიძის N62-ში ხვალ გაიხსნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა, წლის ბოლომდე დამატებით ორი მაღაზია თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და ძველი თბილისის რომელიმე ლოკაციაზე გაიხსნება. დაგეგმილია „ქუქი ბეიქერის“ მაღაზიის გახსნა ბათუმშიც.

ვაკის ფილიალის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 200 000 ლარია.

“ქუქი ბეიქერი“ ამ დროისთვის 50-მდე სახეობის საკონდიტრო პროდუქციას, მათ შორის ორცხობილებს აწარმოებს. მაღაზიაში წარმოდგენილია  ტარტები, ტრუფელები. მაღაზიაში მოქმედებს პურ-პუნთუშეულის და დიაბეტური ხაზიც, რომელიც  უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება. იგეგმება ლანჩის მიმართულების გაზრდაც, მათ შორის, განსხვავებული და გამორჩეული სენდვიჩების ხაზის განვითარებაც..

შეგახსენებთ, „ქუქი ბეიქერის“ პირველი მაღაზია თბილისში, ვაჟა-ფშაველას N7-ში მდებარეობს.

დამფუძნებელების მთავარი მიზანია, „ქუქი ბეიქერი“ გახდეს მომხმარებლების ყოველდღიურობის ნაწილი, რაც ერთგული მომხმარებლის შეძენას და მათ შენარჩუნებას ნიშნავს ამისთვის კი გუნდში იაზრებენ რომ ხარისხის და გემოვნური თვისებების შენარჩუნება და განვითარება მთავარი საშუალებაა.