ბიზნესი
10/09/2021

კრიალა: რთულია, თუმცა იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას ვუწევთ

ქართული, ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელი კომპანია „კრიალას“ დირექტორი ალექსი სტროგანოვი  პანდემიის გავლენასა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

მისი ინფორმაციით, პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო კომპანიას ხარჯი გაეზარდა. შემცირებულია გაყიდვები HoReCa სექტორის მიმართულებითაც.

„ჩვენ რესტორნებს აქტიურად ვამარაგებდით „კრიალას“ პროდუქციით. მას შემდეგ რაც სექტორს რეგულაციები შეეხო, მოთხოვნა მათი მხრიდან შემცირდა, რაც ჩვენს გაყიდვებზეც აისახა.  სხვა მხრივ გაყიდვები ნორმალურია,“ - აცხადებს სტროგანოვი.  

საწარმოში, რომელიც 60-მდე დასახელების პროდუქციას უშვებს, წარმოების მოცულობა მუდმივად მზარდია. სტროგანოვის ინფორმაციით, „კრიალას“ პროდუქცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექსპორტთან დაკავშირებითაც. 

როგორც „კრიალას“ ხელმძღვანელი აცხადებს, თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, ქართული „კრიალა“ სომხეთის ბაზარზეც გავა.

„კრიალას“ დირექტორი  იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს ფასით უწევს კონკურენციას. „ჩვენ შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ  იმპორტირებულთან შედარებით უფრო მეტად ხარისხიანი პროდუქცია, იგივე ან ნაკლებ ფასში. რთულია, თუმცა, გამოგვდის,“ - აცხადებს სტროგანოვი.

ქართული, ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელი კომპანია „კრიალა“ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. საწარმო თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარეობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020