ბიზნესი
07/07/2022

კრიალა: ჰიგიენური ქაღალდისთვის საჭირო ნედლეული გლობალურ ბაზარზე დეფიციტურია

ქართული, ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელი კომპანია „კრიალას“ გენერალური დირექტორი კახა ხუციბერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო კომპანიას მოუწია პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის (ცელულოზას) იმპორტი თურქეთის ნაცვლად, ბელორუსიიდან განახორციელოს.

„ცელულოზას შესყიდვასთან მიმართბეით პრობლემები გლობალურადაა შექმნილი. კოფლიქტმა სერიოზული გვალენა მოახდინა, რადგან ცელულოზას საწარმოებლად რუსული რესურსი გამოიყენებოდა. ჩვენი ძირითადი პარტნიორები თურქები იყვნენ,რომლებიც ამ ნედლეულს ვეღარ იღებენ. თურქეთში ამის გამო ძალიან ბევრი საწარმო გაჩერდა.  ჩვენ ალტერნატიული ბაზარი გავჭერით ბელორუსზე, თუმცა, მასალა აქედანაც შეფერხებებით მოდის,“-აცხადებს ხუციბერიძე.

მისივე ინფორმაციით,შექმნილი მდგომარეობის გამო საკმაოდ გაზრდილია, თითქმის გაორმაგებულია ჩვენი პროდუქტისთვის საჭირო ნედლეულის - ცელულოზას ფასი. ხუციბერიძე აცხადებს, რომ სწორედ ამის გამო  „კრიალას“ გაეზარდა თვითღირებულება, შესაბამისად, კომპანიას მიმდინარე წლის მარტი-აპრილიდან  პროდუქციაზე ფასის ზრდა მოუწია.

როგორც ხუციბერიძე აღნიშნავს, „კრიალას“ აქტივაცია გაყიდვების კუთხით საკმაოდ მზარდია.

საწარმოში, რომელიც 60-მდე დასახელების პროდუქციას უშვებს, წარმოების მოცულობა მუდმივად მზარდია. ხუციბერიძის ინფორმაციით, „კრიალას“ პროდუქცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

„კრიალას“ გენერალური დირექტორი  იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს ფასით უწევს კონკურენციას.

ქართული, ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელი კომპანია „კრიალა“ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. საწარმო თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023