
"კრედოს" აქციონრებს Proparco უერთდება - "ფინკას" შესყიდვას სებ-ი დათანხმდა
"კრედო ბანკის" აქციონრებს ფრანგული საფინანსო ინსტიტუტი Proparco უერთდება, რა მოცულობის ინექციით, მხარეები ოფიციალურად დღეს განაცხადებენ.
მანამდე კი სებ-ის ინფორმაციით, სს „კრედო ბანკი" "ფინკას" 100%-იანი წილის მფლობელი, მათ შორის 15%-ის კი Proparco, მას შემდეგ გახდება, რაც Proparco (თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოება) სს „კრედო ბანკის" აქციონრად რეგისტრაციის პროცედურა საჯარო რეესტრში დასრულდება.
"კრედოს" გამსხვილება კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის ნიშნით მიზანშეწონილია, რაზეც სებ-მა თანხმობა უკვე განაცხადა, თუმცა ინტერვენციისთვის მყიდველს მეტი კაპიტალი ესაჭიროება და მას Proparco დებს. რა ინსტრუმენტით, ამასაც მხარეები განაცხადებენ.
კაპიტალში ინექცია კოეფიცინტის პანდემიამდელ მაჩვენებელზე გასვლისთვის იყო საჭირო. როგორც იცით, ბუფერების აღდგენის გრაფიკით, რომელიც სებ-მა ფსკ-ზე უკვე წარმოადგინა, 2022 წლიდან იწყება. 01.01.2023-ისთვის უნდა დასრულდეს არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის და 2024-ისთვის აღდგეს კაპიტალის რისკის ბუფერი (მანამდეც შესაძლებელია თუ საზედამხედველო მოთხოვნას ვადამდე დააკმაყოფილებს). "კრედოს" მიერ აქტივის შესყიდვა წილობრივი ინვესტიციააა, რომელიც ბანკებს ბუფერების აღდგენამდე ეკრძალება. ასევე დივიდენდების და ბონუსების გაცემა.
"კრედოს" რამდენიმე მისოს პორტფელიც აქვს შეძენილი, მათ შორის, „ბი აი ჯის“, მანამდე კი (08/2018) მ/ო „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ პორტფელიც შეიძინა.
ფინკა საქართველოდან 23 წლიანი ოპერირების შემდეგ, მიდის. პირველი სესხი 1998 წლის ივლისში გასცა. ბანკად რამდენიმე წლის წინ (2013) გარდაიქმნა და ამ დროისთვის 180 მლნ ლარამდე დეპოზიტები აქვს მოზიდული. თითქმის იმდენივე რამდენიც კრედოს (01.06.2021 – ₾181.8 მლნ)
კრედო 01.06.2021 01.06.2020
აქტივები |
1 514 622 000 |
1 123 970 000 |
|
სესხები |
1 139 33 000 |
893 648 000 |
|
დეპოზიტები |
181 765 000 |
80 850 000 |
|
მოგება ზარალი |
13 489 000 |
8 708 000 |
|
წყარო: კომერციული ბანკი