ბიზნესი
18/09/2023

კონკურენციის სააგენტომ კომპანია "მოდუსს" მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამშენებლო  და სარემონტო მასალებით ვაჭრობის სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, კომპანია „მოდუსის" მიმართ საქმის შესწავლა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად  მოვაჭრის მხრიდან დადასტურდა - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა:

- 1 თვის ვადაში, საქმიანობის შიდა  პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა;

-  სავაჭრო ობიექტებსა და ვებგვერდზე  www.modus.ge ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ;

- შეიმუშავოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი;

- მკაფიოდ ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი საგარანტიო პირობები.

ინფორმაციისთვის: ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, სააგენტოში 360 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 209 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

10 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 100 საქმეზე - 64 შეთანხმება გააფორმა. ამ დროისთვის, 52 საქმეზე გაფორმებულ 32 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 20 დარღვევის ფაქტი - 34 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 4 მოვაჭრეს, 15 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020