ბიზნესი
03/06/2022

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ "ევროპის უნივერსიტეტი" 15 000 ლარით დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო საგანმანათლებლო დაწესებულება დააჯარიმა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, კონცენტრაციის შესახებ შეუტყობინებლობის გამო, "ევროპის უნივერსიტეტი" დააჯარიმა.

თემა ეხება მიმდინარე წლის აპრილში "ევროპის უნივერსიტეტის" მიერ "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის" შეძენას.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებდა სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას. შესაბამისად, "ევროპის უნივერსიტეტს" 15 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა და დაევალა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა. 

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარით არის განსაზღვრული.

2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულია 4221 კონცენტრაცია. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, 2 კონცენტრაციაზე(შერწყმა) გასცა თანხმობა. ერთი საკითხი ეხებოდა სამედიცინო სექტორში მოქმედი ეკონომიკური აგენტების გაერთიანებას, ხოლო მეორე საკითხი - სამშენებლო სექტორს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023