ბიზნესი
12/05/2021

"ქონების გადასახადზე შეღავათის დაწესებასთან დაკავშირებით პრემიერთან შეხვედრას ველით"

„თბილისი ცენტრალის“ დირექტორის განცხადებით, სავაჭრო ცენტრებმა მოიჯარეებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში იჯარის ფასები შეამცირეს.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცადეთ გაგვეკეთებინა მოიჯარეებისთვის ფასდაკლებებები, მაგრამ გაზრდილი საოპერაციო ხარჯების პირობებში, როცა გაორმაგდა გაზის, დენის, წყლის ფასი, საკმაოდ რთულია კიდევ უფრო დაბალი ფასის შეთავაზება. დღეს ცენტრების ამოცანა არის, რომ ნულოვანი მოგების წერტილზე გავიდეთ. ელემენტარულად ზარალის მინიმიზაცია მაინც შევძლოთ, მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი რომ ამას სჭირდება ქმედითი დახმარება. ჯერ ხელისუფლებამ სამწუხაროდ, ყურად არ იღო ჩვენი თხოვნა, ქონების გადასახადის ნაწილში რაიმე სახის შეღავათი გაეკეთებინათ. ველოდებით შეხვედრას პრემიერთან და მის მიერ დანიშნულ ახალ მრჩეველთან. იმედია, ეს კომუნიკაცია უფრო გაადვილდება,“ - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

მისივე განმარტებით, სავაჭრო ცენტრში განთავსებულმა მაღაზიებმა პროდუქცია 10-15%-ით გააძვირეს.

„პროდუქტის ნაწილის ამოყიდვა ხდება. ამ მიმართულებით მოიჯარეები ცდილობენ, რომ ფასდაკლებები გააკეთონ, მაგრამ საშუალო გაძვირება, 10-15%-ის ფარგლებში უკვე სახეზეა. ამის იქით ფასების ზრდის საშუალება უბრალოდ არ აქვთ, რადგან მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა დღეს ძალიან შემცირებულია,“ - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022