ბიზნესი
19/10/2020

კომპანიის დანაკარგები, ეკონომიკის ზრდის ტემპის დაცემის გამო, უდიდესია – MAROMA Collection

ქალის სამოსის ბრენდი MAROMA Collection-ს პანდემიამ გაყიდვები შეუმცირა, თუმცა ამის მიუხედავად კომპანიამ ახალი კოლექცია მაინც შექმნა.

MAROMA Collection–ის დამფუძნებელი მადო რომანაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ჯინსის ახალ კოლექციაზე დატანილია ქართული ხალხური ანდაზები, გაცოცხლებულია ძველი ხევსურული ნახატები, რომელიც შესრულებულია თინა მანჯგალაძის მიერ და იხატებოდა ქართული საცეკვაო დასის სამოსზე.

„ჩვენი მიზანია, არსებობდეს ქართული სამოსი, რომელიც არის საუკეთესო ხარისხის, განსხვავებული და ხელმისაწვდომი. ჩვენი ბრენდის კოლექციები იქმნება ძველ თბილისში არსებულ საწარმოში. ვიყენებთ მხოლოდ ევროპიდან შემოტანილ ქსოვილს. 2020 წლის პანდემიამ დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, შეიცვალა მომხმარებლის ქცევის წესი, გააქტიურდა ონლაინ გაყიდვები და ახლა ამ პლატფორმაზე ეფექტურად მუშაობის შესწავლა გახდა საჭირო. კომპანიის დანაკარგები, ეკონომიკის ზრდის ტემპის დაცემის გამო, უდიდესია,“ – აღნიშნავს მადო რომანაძე.

 

 

 

 

Businesspartner