ბიზნესი
17/12/2020

კომპანიებისთვის გაზი იანვრიდან აღარ გაძვირდება

„იანვრიდან გაზის კომერციული ტარიფი აღარ გაიზრდება,“- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, "თბილისი ენერჯისთან" კონსულტაციების შედეგად გადაწყდა - ამ ეტაპზე ეს ტარიფი არ გადაიხედება. მინისტრი იქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ცვლილება მხოლოდ კონსულტაციების შედეგია.

„როგორ შეიძლება რაიმე ზეწოლით რომელიმე ბიზნესს გადაახედინო გადაწყვეტილება?! ჩვენი მეთოდი მხოლოდ კომუნიკაცია და თანამშრომლობაა. ჩვენც გვერდში ვუდგავართ ხოლმე ძალიან ბევრ ბიზნესს. შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები მაგრამ ამავდროულად ხედავდეს, რომ მომხმარებლების გადახდისუნარიანობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. არ არის მარტივი წელი, რთული წელია აქედან გამომდინარე, თუკი ნებისმიერი ბიზნესი უფრო მეტად ჩახედავს თავის შიდა რესურებს, ალბათ უფრო მეტად შეძლებს გაითვალისწინს მომხმარებელთა ინტერესები, ამ ეტაპზე ასეც მოხდა,“ - განმარტა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020