კომპანიამ Gepherrini ქალის ტანსაცმლის წარმოება 2021 წლამდე გადადო
ჩანთების ქართულმა მწარმოებელმა კომპანიამ Gepherrini ქალის ტანსაცმელის წარმოება 2021 წლამდე გადადო.
კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რომ პანდემიამ მათზეც იმოქმედა და გეგმები 2021 წლამდე გადასწია. მისი თქმით, კომპანია ტანსაცმელის წარმოებას საშუალო და დაბალი საფასო სეგმენტისთვის გეგმავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 300 ათასი ლარია.
„რომ არა პანდემია, 2020 წლისთვისაც ვგეგმავდით ამ ხაზის ამოქმედებას, რადგან თითქმის დასრულებული გვქონდა პროექტი. გარდა ინვესტიციისა, საჭიროა გაყიდვების ქსელის აწყობა, მაღაზიის კონცეფციის შეცვლა და სხვა უამრავი დეტალის გათვალისწინება. რთულია რამის პროგნოზირება, მაგრამ თუ ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება, მომავალი წლისთვის ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ“– აღნიშნავს გეფერიძე.
2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს.