ბიზნესი
13/03/2023

კომპანიამ Gepherrini ახალი მაღაზია თბილისის აეროპორტში გახსნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტყავის აქსესუარების ქართულმა კომპანიამ Gepherrini ახალი ფილიალი გახსნა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში აცხადებს, თბილისის შემდეგ შესაძლოა ახალი მაღაზიები ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებშიც გახსნან. 

"Gepherrini-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აეროპორტსი იყოს წარმოდგენილი, ეს რადგან ვფიქრობთ აქ მოგვეცემა შესაძლებლობა, როგორც საცალო გაყიდვების ასევე B2B გაყიდვების. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტმა უცხელმა ნახოს ქართული ბრენდის პროდუქცია."-აღნიშნავს ილია გეფერიძე.

ცნობისთვის, გეფერინი საქართველოში 6 ფილიალს აერთიანებს, ამასთან ტყავის ჩანთები, ფეხსაცმელი და სხვადასხვა აქსესუარები უკვე წარმოდგენილია 13 ქვეყანაში.

 

 

Businesspartner