კომპანიამ "ჭკვიანი თხილი" ძაღლებისთვის თხილეულის პასტა "ჰამ-ჰამი" გამოუშვა
კომპანიამ „ჭკვიანი თხილი“ ოთხფეხა მეგობრებისთვის თხილეულის პასტა გამოუშვა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.
ქართველოში როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნინო ანდრიაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,პასტა „ჰამ-ჰამის“ ბრენდით უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა ონლაინაა შესაძლებელი.
„დავინახეთ ის, რომ ეს ნიშა თავისუფალია და მსგავსი ტიპის პროდუქცია საქართველოში ძალიან მოთხოვნადი იქნებოდა. ქვეყანაში საბედნიეროდ არის ისეთი კატეგორია, რომელსაც არ უნდა არც ძაღლს აჭამოს კონსერვანტებით გაჯერებული საკვები. თხილეულის პასტა კი ამ მხრივ იდეალურია. ამას იყენებენ ქცევის კორექტირებისას, ბანაობისას რომ დაამშვიდონ ძაღლები. ძალიან ჯანსაღი ჯილდოა,“-აცხადებს ანდრიაძე.
„ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე 2017 წლის დეკემბერში შემოვიდა. “ჭკვიანი თხილი“ წყვილის ოჯახური ბიზნესია. მისი დამფუძნებელები ცოლ-ქმარი ნინო ანდრიაძე და შოთა მურცხვალაძე არიან. სახელწოდება კი პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან მომდინარეობს.
კომპანიის საწარმო თბილისში დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. საათში კი 100 კგ-ის წარმოება შეუძლია.
კომპანია ამჟამად 7 სახეობის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა: „მოხერხებული მიწისთხილი“,„ჭკვიანი თხილი“, „ყოჩაღი ნუში“ ,„გიჟმაჟი პეკანის პასტა“ და „გულადი გოგრა“. წარმოებული პროდუქციის 80% საექსპორტოა.