ბიზნესი
19/07/2022

კომპანია "მოდუსი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია "მოდუსი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

კომპანია „მოდუსი“ ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის.
 
აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა კომპანიის მომსახურების არეალი. აქტიურად დაიწყო უცხოური ბაზრის შესწავლა და ქართულ რეალობასთან ადაპტირება.
 
„მოდუსი“ სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მოდუსის თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია.
 
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.
 
„მივესალმებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალ წევრს BAG-ის დიდ ოჯახში. აღსანიშნავია, რომ კომპანია „მოდუსი“ არის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიდერი. მისი მენეჯმენტი და მთლიანად გუნდი ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის შეთავაზებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასახული მიზნების მიღწევისთვის. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დარწმუნებული ვართ, რომ წინ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე გველოდება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023