ბიზნესი
21/03/2022

"კოკოტაური" უკრაინის ადგილობრივი ბაზრით ჩანაცვლებას გეგმავს

კომპანია „კოკოტაური" უკრაინის ბაზრის ჩანაცვლებას ადგილობრივი ბაზრით გეგმავს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ვლადიმერ შერვაშიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ქარხანამ გასულ წელს 4 წლიანი პაუზის შემდეგ, მუშაობა პროდუქციის სრულად უკრაინაში გატანის მიზნით განაახლა.

როგორც შერვაშიძე აცხადებს, გასულ წელს ტესტების ასაღებად საქართველოში ჩამოსული იყვნენ უკრაინელი პარტნიორები, რომლებთანაც გაფორმდა შეთანხმება, 2022 წლიდან „კოკოტაურის“ უკრაინის ბაზარზე შეტანასთან დაკავშირებით, რუსეთ-უკრაინის ომმა შეთანხმება დაარღვია და ქარხანას ისევ გაჩერება მოუხდა.

„კოკოტაურის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კომპანია ახლა არსებული ნაშთებით ადგილობრივ ბაზარზე შესასვლელად ემზადება და მსხვილ სავაჭრო ქსელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. რაც შეეხება უკრაინას, “კოკოტაური“ ამ ბაზარზე დაბრუნებას სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ გეგმავს.

კომპანიის დღიური წარმადობა 10 000 ბოთლია.

„კოკატაური" ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკოტაურში მდებარეობს. კომპანია რუსულ-ქართული კაპიტალითაა შექმნილი.