
კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება
შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფელ კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო „უნივერსალ გრუპ ჯორჯია“ გაიხსნება.
საწარმო USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და სს საპატრნიორო ფონდის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიხსნება.
მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო შპს „უნივერსალ გრუპ ჯორჯიას“ მშენებლობა USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და სს საპარტნიორო ფონდის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსებით 2020 წელს დაიწყო.
საწარმოს 16 ნოემბერს ოფიციალურად გახსნიან USAID/საქართველოს მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, სს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე, პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი, გიორგი ლომიძე და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელი, ქეთევან ჭუმბურიძე.