ბიზნესი
18/01/2022

"კოდა" ბიოკვერცხის წარმოებას გეგმავს

მეფრინველეობის კომპანია „კოდა“  ბიოპროდუქტის წარმოებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილი  განუცხადა, მას შემდეგ რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება, „კოდა“ ბიოკვერცხს გამოუშვებს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები მანქანა-დანადგარებისა და საკვები კომპონენტების შესყიდვასთან დაკავშირებით. პროექტში დაახლოებით 0.5 მლნ დოლარის ინვესტირება იგეგმება.

„პროექტი და პროდუქციის ფასი საკმაოდ ძვირადღირებული იქნება. ამაზე ვმუშაობთ 5 წელია, პანდემიამაც შეგვაფერხა, არც ახლა არ ვიცი კონკრეტული თარიღი როდის შეიძლება დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ამ პროდუქციას მომხმარებელი ეყოლება, მასიურ წარმოებაზე საუბარი არ არის. ვფიქრობ, წარმოების 10%-ის ბიოწარმოებაზე გადაყვანას,“ - აცხადებს ჭუჭულაშვილი.

„კოდას“ წლიური წარმადობა 65 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცი კი წლის განმავლობაში 1000 ტონის ფარგლებში იწარმოება.