"კობის" დირექტორი: არ გამოვრიცხავ HoReCa სექტორში "ბორჯომი" ნაწილობრივ ჩავანაცვლოთ
კომპანია „აქვა გეოს“ კობის ქარხნის ხელმძღვანელი ლევან წეროძე IDS ბორჯომის ორივე ქარხნის დახურვის ფაქტს „ბიზნესპარტნიორთან“ ეხმაურება.
მისი ინფორმაციით, ბაზარზე ბორჯომის ქარხნის ოპერირების შეჩერება კომპანია „აქვა გეოსთვის“ არ არის სასიხარულო ამბავი. გარდა ამისა,მნიშვნელოვანია იმის აღნიშნა, რომ „ბორჯომი“ „კობის“ ირიბი კონკურენტია და არა - პირდაპირი.
„ორივე მინერალური, გაზირებული წყალია, თუმცა, ჩვენი პროდუქტი დაბალი მარილის და დაბალი გაზის შემცველობისაა. ჩვენი წყალი ევროპული მიმართულების წყალია,“-აცხადებს წეროძე.
კითხვაზე, შექმნილ სიტუაციაში რა შესაძლებლობა ეძლევა წყალს „კობი“ და რა შეიცვლება მინერალური და მტკნარი წყლის ბაზარზე, წეროძე კონკრეტულ ციფრებზე ვერ საუბრობს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივი ბაზარის HoReCa-ს სექტორში „კობის“ წყალმა „ბორჯომის“ გარკვეული წილი ჩაანაცვლოს.
მისივე განმარტებით, რთულია იმაზე საუბარიც, თუ რას შეცვლის IDS ბორჯომის არ ყოფნა ქართულ ბაზრზე.
„შესაძლებელია „ბორჯომის“ არ ქონის შემთხვევაში მოთხოვნა გაიზარდოს როგორც „კობის“ ისე სხვა მინერალურ წყლებზე.კონკრეტულ ციფრებზე ვერ ვისაუბრებ. ინფორმაციები ვრცელდება, რომ IDS ბორჯომს საკმაოდ დიდი რაოდენობის მარაგები აქვს და წარმოების შეჩერების გამო ბაზრიდან გასვლას არ აპირებს. ამის ანალიზია გასაკეთებელი. ასე ზეპირად წაუბარი რთულია,“-აცხადებს წეროძე.
რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან კარგი ტემპით ვიტარდებით. ამაში ჩვენთვის „ბორჯომს“ ხელი არ შეუშლია. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს ამ მიმართულებით არ ველოდები,“-აცხადებს წეროძე.
რა წარმადობით მუშაობს დღეს „კობის“ ქარხანა და გაზრდილი მოთხოვნის პირობებში შეძლებს თუ არა ბაზრის დაკმაყოფილებას, წეროძე აღნიშნავს, რომ „აქვა გეოს“ წყალი „სნო“ და წყალი „კობი“ მზად არის რაოდენობების გასაზრდელად და მას ამის სრული რესურსი გააჩნია, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
მისი ინფორმაციით, დღეს „კობის“ ქარხანა საათში 15 ტონა წყალს აწარმოებს. საჭიროების შემთხვევაში მისი ზრდა შესაძლებელია.
წეროძის განცხადებით, მინერალი წყალი „კობის“ ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია აშშ, კანადა, აზერბაიჯანი, რუსეთი,ყაზახეთი და სხვა.
კომპანია „აქვა გეო“ 20009 წელს დაფუძნდა. მისი პირველი პროუქტი იყო წყალი „სნო“. 2018 წლის ივლისში კი მეორე პროდუქტის , მინერალური წყალი „კობის“ წარმოება დაიწყო.
რაც შეეხება IDS ბორჯომს, დღეს კომპანიამ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ წარმოებას დროებით აჩერებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.