"კობი" უკრაინის ალტერნატიული ბაზრის ჩანაცვლებაზე მუშაობს
კომპანია „აქვა გეოს“ „კობის“ ქარხნის დირექტორი ლევან წეროძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა გავლენა კომპანიის საექსპორტო მიმართულებაზეც იქონია.
მისი განცხადებით, უკრანია კომპანია „აქვა გეოს“ ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორი იყო და დღეს იქ ექსპორტი შეჩერებულია. „კომპანიის გადაწყვეტილებით, უკრაინაში არსებული შეკვეთები, როგორც ჰუმანიტარული ტვირთი გავუშვით და გადახდილი თანხის ნაწილი უკრაინულ კომპანიას დავუბრუნეთ,“ - აცხადებს წეროძე.
მისი განცხადებით, კომპანიას უკრაინული ბაზარი სხვა ბაზრებით ამ ეტაპზე სრულად არ ჩაუნაცვლებია, თუმცა, „აქვა გეო“ ბაზრის დივერსიფიცირების კუთხით აქტიურად მუშაობს.
მისი ინფორმაციით, დღეს „კობის“ ქარხანა საათში 15 ტონა წყალს აწარმოებს. საჭიროების შემთხვევაში მისი ზრდა შესაძლებელია.
წეროძის განცხადებით, მინერალი წყალი „კობის“ ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია აშშ, კანადა, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი და სხვა.
კომპანია „აქვა გეო“ 20009 წელს დაფუძნდა. მისი პირველი პროუქტი იყო წყალი „სნო“. 2018 წლის ივლისში კი გამოუშა მინერალური წყალი „კობი“.