ბიზნესი
18/07/2022

კლუბი "მტკვარზე": ტურიზმში მიმზიდველი სიტუაცია ნამდვილად არ არის

კლუბი „მტკვარზე“ თანადამფუძნებელი ქეთა გაბუნია „ბიზნესპარტნიორთან“ ზაფხულის სეზონის მოლოდინებზე საუბრობს და აცხადებს, რომ  მენეჯმენტმა

კლუბი "მტკვარზე" ობიექტი თბილისის გარდა ბათუმშიც გახსნა, თუმცა, როგორც მენეჯმენტი აცხადებს, ზღვისპირა სანაპიროს ობიექტთან დაკავშირებით მოლოდინი არ გამართლდა.

„ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე თბილისში ამ დროისთვის შედარებით მცირე ზომის ღონისძიებები გვაქვს. ჩვენ კი ვფიქრობთ და გვეუბნებიან, რომ ტურიზმი აღდგა, თუმცა, სინამდვილეში საქმე გვაქვს რუს ვიზიტორებთან, რომლებიც აქ დასასახლებლად ჩამოდიან, ისინი ტურისტები არ არიან. 

ბათუმში სეზონი ადრე გავხსენით იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობდით ქალაქში ბევრი ხალხი იყო და კარგად ვიმუშავებდით. საბოლოო ჯამში, ის შედეგი არ არის, რასაც ველოდით. ისე არ არის, რომ ფინანსურად მძიმე მდგომარეობა გვქონდეს, თუმცა, მიმზიდველი სიტუაცია ნამდვილად არ არის,“ - აცხადებს გაბუნია.

მისი ინფორმაციით, ხალხის მოლოდინი გაცილებით მაღალი იყო.

„რუსები საქართველოში ფულის დასახარჯად კი არა, გასაკეთებლად უფრო არიან. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს არ არის ტურისტული სეზონი. ესენი თავიანთ ბიზნესებს ამუშავებენ, გახსნეს თავიანთი მაღაზიები, კაფეები, ბარები და საერთოდ არ ეკარებიან ქართველების სივრცეებს. მით უმეტეს, ისეთ ადგილებს სადაც ოდნავ მაინც შეინიშნება უკრაინისადმი მხარდაჭერა,“ - აცხადებს გაბუნია.

მისივე განცხადებით, ბათუმში კლუბი „მტკვარზე“ ობიექტს ძირითადად, ბათუმელები და თბილისელები სტუმრობენ. მხოლოდ მცირე ნაწილია საერთაშორისო ტურისტები.

კლუბი „მტკვარზე“ თანადამფუძნებელი შექმნილ სიტუაციას რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023