კლუბი KHIDI: არ ვართ კონკიები 00:00 საათზე დავიშალოთ და სახლში წავიდეთ
არ ვართ კონკიები 00:00 საათზე დავიშალოთ და სახლში წავიდეთ, - ასე აფასებს კლუბი KHIDI-ს წარმომადგენელი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ღამის კლუბებზე შეზღუდვა ნარჩუნდება.
სოფო ებრალიძის განმარტებით, ამ რეგულაციების პირობებში სექტორი მუშაობას ვერ აღადგენს.
„ღამის კლუბები ძირითადად დახურულია და არ ფუნქციონირებს უკვე მეორე წელია. ცოტა გაკვირვებული დავრჩით ამ გადაწყვეტილებით, მოლოდინი გვქონდა, რომ შემსუბუქება ჩვენც შეგვეხებოდა და ამას სექტორის აღდგენა მოყვებოდა. აბსურდულ რეალობაში აღმოვჩნდით კიდევ ერთხელ. 00:00 საათამდე გადაწევა ჩვენს სექტორს არაფერს შველის. ველით, რომ ეს ინფორმაცია განახლდება და ივლისიდან ჩვენც მოგვეცემა მუშაობის საშუალება,“ - ამბობს სოფო ებრალიძე.
ცნობისთვის, მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა კლუბების წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილოს, დახმარების რა შესაძლებლობა არსებობს.