ბიზნესი
04/06/2021

კინომწარმოებელ კომპანიათა გაერთიანება: ყველა დაკარგული დღე ინდუსტრიის წინსვლას აფერხებს

„ყველა დაკარგული დღე ნიშნავს რომ კინოწარმოება საქართველოში მიდის უკან,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კინომწარმოებელ კომპანიათა გაერთიანების წარმომადგენელმა განუცხადა.

სოფო იოსებიძის განმარტებით, საქართველოში მას შემდეგ რაც „გადაიღე საქართველოს" ფარგლებში არსებული cash rebate-ს პროგრამა შეჩერდა, კინომწარმოებელთა უმრავლესობა ახალ პროექტებს ვეღარ ახორციელებს.

„ჩემი გუნდი გაჩერებულია, რადგან მასშტაბური პროექტები აღარ ხორციელდება. ჩვენს უკან უამრავი დეპარტამენტია, ძალიან ბევრი ადამიანი ელის ახალ პროექტს, მაგრამ დიდი პროექტის განხორციელება cash rebate-ს გარეშე წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ქვეყანაში არ არის დრო რომ ორი წელი ველოდებოდოთ რაღაცას, მაშინ როცა მთელი მსოლიო ვითარდება და ფეხს უწყობს ახალ გამოწვევებს. ქართული კინოწარმოება არაერთ ქვეყანას უწევდა კონკურენციას რგორც ლოკაციის ისე მუშა-ხელის თვალსაზრისით. მათ შორის სერბეთს, ბულგარეთს. დღეისათვის კი ამ ქვეყნებმა არათუ შეაჩერეს არსებული პროექტები, პირიქით გააძლიერეს და დამატებითი მიმზიდველი პაკეტები შესთავაზეს პოტენციურ ინვესტორებს. ჩვენი ქვეყნისთვისაც, რა თქმა უნდა, ამ ტიპის მხარდამჭერი პროგრამების არსებობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც სტაბილურად საქმდება ათასობით ადამიანი. პროფესიული თვალსაზრისითაც იზრდებიან თნანამშრომლები. შემოდის თანხა რომელიც რჩება საქართველოში და ასე შემდეგ.“-აღნიშნა სოფო იოსებიძემ.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ 2016 წლიდან მოქმედებდა და 2019 წელს შეჩერდა. პროგრამის ოფიციალურ გვერდზე კი წერია, რომ მიმდინარეობს პროგრამის რედიზაინი.

Businesspartner