ხვიჩა მაქაცარია "ბილაინის" 100%-იანი წილის მფლობელი ხდება - მარეგულირებელმა თანხმობა უკვე გასცა
ხვიჩა მაქაცარია "ბილაინის" (ვიონი საქართველო) 100%-იანი წილის მფლობელი ხდება - მარეგულირებელმა თანხმობა უკვე გასცა.
მარეგულირებლის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომუნიკაციების კომისიამ „ვიონი საქართველოს" მფლობელ კომპანია „ვიონ ჯორჯია ჰოლდინგ B.V"-ის კუთვნილ „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა" და „ინვესტიკო ალიანსეს" 100-100%-იანი წილის გასხვისებაზე თანხმობა უკვე გასცა.
კომუნიკაციების კომისიას „ვიონი საქართველომ" ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარიას მიერ „ვიონ ჯეორჯია ჰოლდინგს B.V"-სგან „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა" და „ინვესტიკო ალიანსეს" 100-100%-იანი წილების შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით 2022 წლის 4 აპრილს მიმართა.
კომისია მიიჩნევს, რომ ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ წილების გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.