ბიზნესი
04/09/2022

ხელოვნური კუნძული აჭარაში - "ამბასადორი ჯგუფი" 100 მლნ-იანი პროექტის განახორციელებას იწყებს

ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი კუნძული - ბათუმის ზღვისპირის სივრცეში "ამბასადორი ჯგუფი" ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. „ამბასადორ ბათუმი აილენდის" პროექტში კომპანია 100 მლნ დოლარის ინვესტიციას ცადებს და 2000 ადგილობრივს დაასაქმებს.

“ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების 2,5X1,5 კმ სანაპიროს აკვატორიაში

პროექტი ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნას და ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. 


კუნძულზე პროექტის მიხედვით წარმოდგენილი იქნება საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები. პროექტის ავტორების განმარტებით, კონცეფცია ითვალისწინებს ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.

არსებული საზოგადოებრივი პლაჟის სიგრძე, მდინარე “ბარცხანიდან” „თამარის“ დასახლების სანაპიროს ჩათვლით დღეისათვის შეადგენს 1,7 კმ-ს. პროექტით კი ეს მაჩვენებელი ნახევარკუნძულების სანაპირო ზოლის ხარჯზე, იზრდება ორჯერ და 3,6 კმ-ს შეადგენს. ნახევარკუნძულებზე გათვალისწინებულია კასკადური განაშენიანების საზოგადოებრივი და საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, მათ შორის მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსები საზოგადოებრივი პლაჟებით, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეებით, აკვაპარკით.

სამხრეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი _20,0 ჰა-მდე;

ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი _20,0 ჰა-მდე;

კუნძული „ღუზა“ ფართი -10,0 ჰა-მდე;

დამცავი მოლის სიგრძე - 1,3 კმ;

სავარაუდოდ, პროექტიოს განხორციელება 7 წელში დასრულდება, თუმცა პირველი ეტაპი (ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის შექმნა) 2,5 წელში; მეორე ეტაპი (სამხრეთ ნახევარკუნძულის შექმნა) მომდევნო 2 წელში; მესამე ეტაპიც (კუნძულისა და დამცავი მოლის შექმნა), შემდგომ 2,5 წელში დასრულდება.

"ვიწყებთ უნიკალურ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროქტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს. "დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას. მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა, ყველა, პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და უმაღლესი კლასის პროფესიონალების მიერ არის ჩატარებული აღნიშნული პროექტი. ზოგადად მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბათუმელებისთვის, ჩვენი აჭარელებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023