ფოტოები: შალვა სუმბაძე
ბიზნესი
02/07/2021

ხელნაკეთი აქსესუარების კომპანია "კოსმომ" პირველი ბრენდული მაღაზია გახსნა

პანდემიური კრიზისის შემდეგ, ხელნაკეთი აქსესუარების ქართული კომპანია "კოსმომ" პირველი ბრენდული მაღაზია გახსნა.

კომპანიამ შოურუმში შვილობილი ბრენდის „კოსმო ბეგს“-ის პროდუქცია წარადგინა.

თუკი ერთხელ მაინც გიოცნებია დროში მოგზაურობასა და ისტორიასთან პირისპირ შეხვედრაზე, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ "კოსმოს" ჩანთების პირველ შოურუმში, რომელიც შთაგონებულია ეროვნული ისტორიის თემატიკით. "კოსმო" ძველი ქართული ელემენტების და თანამედროვეობის შერწყმით ქმნის უნიკალური დიზაინის ჩანთებს და აქსესუარებს, ვისთვისაც პიროვნების გამოხატვა მნიშვნელოვანია", - განმარტავს „კოსმოს“ დამფუძნებელი სოფიკო მუხულიშვილი.

მისივე თქმით, "კოსმომ" გააფართოვა წარმოება და დაამატა ჩანთების ხაზი - "კოსმო ბეგს".

"აქ ყველა ჩანთას თავისი უნიკალური ისტორია აქვს, კოლექციაში ცოცხლდება ძველი ქარული ანბანიდან დონი და თანი, ასევე ჩოხა და თამარის გვირგვინი. "კოსმოს" ჩანთების ორ მოდელს აქვს ოფიციალური დიზაინის რეგისტრაცია საქპატენტში. მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, სადაც ძირითადად წარმოდგენილია ქართული თემატიკის ჩანთები, ვიწყებთ კამპანიას #გააცოცხლეისტორია. ამავდროულად კამპანიის ფარგლებში ბევრ მნიშვნელოვან აქტივობას ვგეგმავთ ზაფხულის განმავლობაში,“ - განმარტავს სოფიკო მუხულიშვილი.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020