ბიზნესი
29/01/2022

კელი დეგნანი ფოთის ახალ ნავსადგურზე: ასეთი პროექტები ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს

მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელს რეგიონს.

„ამ პროექტის ადგილას 2020 წელს ვიყავი, მშენებლობა მიმდინარეობდა და ძალიან მახარებს, რომ დღეს აქ ვარ და საბოლოო შედეგს ვხედავ. ნამდვილად შესანიშნავი დღეა და ეს ეტაპობრივი მოვლენაა, არა მარტო პეის გრუპისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ძალიან მიხარია, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ აქ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან.

ეს 50 მილიონიანი ინვესტიცია განვითარების დაფინანსების კორპორაციიდან არის უმსხვილესი პროექტი, ერთი პროექტის დაფინანსების სახით და ეს ცხადჰყოფს, რამდენად დიდია ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა იკისრა საქართველოს კეთილდღეობის და ქართველი ხალხის წინაშე. ინფრასტრუქტურული პროექტები, მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში. ეს პორტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ შესაძლებლობებს. ეს არის ახალი უნარების შემქმნელი ინფრასტრუქტურა, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელს რეგიონს. საბოლოო ჯამში, ეს პროექტი ასევე შეუწყობს ხელს სხვა სამუშაო ადგილების შექმნას, დამხმარე მიმართულებებით, ფოთის ტერიტორიაზე", - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023