“კავკასიის ავტოიმპორტი“: პანდემიის შემდეგ გაყიდვების გაორმაგებას ველოდებით
„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კომპანია რეექსპორტს ახორციელებს გაიზარდა, ამან კი გაყიდვების საერთო მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედა.
„ავტომობილის რეალიზაციის მაჩვენებელი ჩაკეტილი საზღვრების პირობებში შემცირებულია, თუმცა, რეექსპორტის მიმართულებაში უეკეთესი შედეგებია. პანდემიამდე მხოლოდ აზერბაიჯანში და სომხეთში ვახორციელბედით რეექსპორტს, ახლა დაგვემატა ქვეყნები, უკრაინა, ერაყი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და შეიძლება ითქვას, საქართველოს გარშემო მთელი რეგიონი მოვიცავთ. სისტემა პანდემიურ გარემოს მოერგო, ჩამოთვლილი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოდან ოპერირებენ, ბლოგებით, Youtube არხებით და ა.შ, რაც მოსახერხებელია არსებული სიტუაციის გამო. ეს არ ნიშნავს რომ რეექსპპორტის მაჩვენებელი გაიზარდა, უბრალოდ არეალის გაფართოებამ ხელი შეუწყო გაყიდვების საერთო რაოდენობის შენარჩუნებას პანდემიის პირობებში.“– აღნიშნავს გიორგი სურგულაძე.
რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, სურგულაძის თქმით, ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი 30%–ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო პანდემიამდე.
„ქართულ ბაზარზე ეკონომ კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა უფრო დიდია. ფასები სტაბილურია, არც კლებაა მოსალოდნელი და არც მომატება. საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, პანდემიის შემდეგ ველოდებით გაყიდვების გაორმაგებას“– ამბობს „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი.