ბიზნესი
29/12/2021

ქათმის ქართული ნახევარფაბრიკატები Subway-სთვის მისაღები არ არის

Subway-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გივი ორდენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე ისეთი სახით მომზადებული ქათმის ნახევარფაბრიკატები, რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნება, არ არსებობს.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ Subway სწრაფი კვების რესტორანია, კომპანია მაქსიმალურ აქცენტს ჯანსაღ საკვებზე აკეთებს. შესაბამისად, Subway-ს ქსელში მხოლოდ ორთქლის გრილზე შემწვარი ქათმის ხორცი იყიდება.

„არის ბევრი დეტალი, მაგალითად, დამზადების სტანდარტები.ჩვენი ყველა პროდუქტი არის ჯანსაღი, დაბალცხიმიანი, ჩვენ ადგილზე არაფერს ვწვავთ, ზეთს  მხოლოდ სალათებში ვიყენებთ. შესაბამისად, ქათმის ნახევარფაბრიკატები რომ ქართულმა კომპანიამ მხოლოდ Subway-სთვის გააკეთოს, ამისთვის ხაზი უნდა განავითაროს. ეს კი ჩემთვის შესაძლოა ძვირი გამოვიდეს,“ - აცხადებს ორდენიძე.

საქართველოში Subway ამ დროისთვის 8 ფილიალითაა (6-თბილისი, 2 - ბათუმი) წარმოდგენილი. აქედან 1 ლოკაციის ცვლილების გამო დროებით დახურულია და 2022 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.