ფოტო: thepeninsulaqatar.com
ბიზნესი
10/03/2022

კატარის ჰიპერმარკეტების ქსელი Lulu საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნას განიხილავს

კატარში არსებული მსხვილის სავაჭრო ჰიპერმარკეტების ქსელი Lulu International-ი საქართველოში რეგიონული სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნას განიხილავს, - საკითხზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსხვილი სავაჭრო ჰიპერმარკეტების ქსელის „ლულუ” აღმასრულებელ დირექტორ მუჰამედ ალ ტაფს შეხვედრაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის პოპულარიზაციის და ადგილის დამკვიდრების მნიშვნელობაზე აღინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 50-მდე დასახელების ქართული პროდუქტი კატარში არსებულ „ლულუს” ქსელის 14 სავაჭრო ობიექტში განთავსდა.

როგორც ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მუშაობა. ყურის ქვეყნებში, კერძოდ კატარის სახელმწიფოში, ბოლო ორი წელია გაზრდილია ინტერესი სხვადასხვა დასახელების ქართული პროდუქტის მიმართ.

სავაჭრო ჰიპერმარკეტების ქსელის „ლულუ“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გაწეული ძალისხმევა მნიშვნელოვანია, რაც ხელს უწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის განთავსებას ყურის ქვეყნებში არსებულ სავაჭრო ქსელებში. მისივე თქმით, მისასალმებელია საქართველოდან მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდა. აღმასრულებელმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის პოპულარიზაციის საკითხებში.