ბიზნესი
12/06/2023

"ქათამურა" სახელოსნოს გაფართოებას და ხეზე მუშაობის შემსწავლელი კურსების ამოქმედებას გეგმავს

სახელოსნოსო „ქათამურა“, რომელიც მომხმარებელს ხის ფიგურებით, საქართველოს ფაუნის შესახებ უყვება, გაფართობას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ქათამურას“ თანადამფუძნებელმა  თათია თვალაძემ განუცხადა, იგეგმება პროდუქციის ეტაპობრივად კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და საქართევლოს ველური ბუნების სხვადასხვა მხატვრულ-დეკორატიული ხერხით პოპულარიზაცია.

როგორც თვალაძე აცხადებს,  განიხილება ონლაინ სასწავლო კურსებიც ამოქმედებაც. 

„ამ ეტაპზე, გვაქვს 80-მდე ფიგურა, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ენდემურ სახეობებს, ასევე – არაენდემურებს. თუმცა, გვინდა რომ მომდევნო 2 წელში, ცხოველების სია გავზარდოთ, ასევე გავზარდოთ ჩვენი სახელოსნოს წარმადობაც“, - აღნიშნა თათია თვალაძემ.

მისივე განმარტებით, „ქათამურა“ აპირებს, საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია საერთაშორისო ბაზრების გარდა, საქართველოშიც მოახდინოს.

„2017 წელს, როდესაც საქმიანობა დავიწყეთ, „ქათამურას“ ხის ნივთებს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდიდით და საკმაოდ კარგი რეალიზაცია გვქონდა. თუმცა, პანდემიის პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე გადავერთეთ და ახლა, ჩვენი ნაწარმის უდიდესი ნაწილი აშშ-ში იყიდება.

ექსპორტს ვახორციელებთ კანადასა და ავსტრალიაშიც. სამწუხაროდ, ჩვენი სახელოსნოს ამჟამინდელი წარმადობა არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ადგილობრივ ბაზარზეც ვიყოთ წარმოდგენილი, ამიტომ, გვინდა სახელოსნო გავაფართოვოთ“, -განაცხადა თათია თვალაძემ.

რაც შეეხება ონლაინ სასწავლო კურსებს, „ქათამურას“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მსურველები გამოჩნდნენ, რომლებიც ხეზე მუშაობით არიან დაინტერესებულები და შესაბამისად, ეს კურსები მათთვის გაკეთდება.

ცნობისთვის, „ქათამურა“  ბაზარზე 2017 წლიდან საქმიანობს. სახელოსნო საქართველოს ველურ ბუნებაში გავრცელებული სახეობების პოპულარიზაციას ეწევა და ქმნის როგორც ბუნებაში ხშირად შემხვედრ ცხოველებს, ასევე ისეთებსაც, რომლებიც ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის.

„ქათამურას“ მიერ წარმოებული პროდუქცია ხელნაკეთი ნივთების გასაყიდ საერთაშორისო პლატფორმა Etsy-ზე იყიდება და ფასები 40-დან 300 დოლარამდე მერყეობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022