ბიზნესი
13/09/2021

კასპის საკონსერვო ქარხანამ წვენების და ხორცის კონსერვების გამოშვება გადადო

კასპის საკონსერვო ქარხანამ უალკოჰოლო სასმელების და ხორცის კონსერვების გამოშვება 2022 წლამდე გადადო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა განუცხადა, მიზეზი პანდემიაა, რომლის შედეგადაც, კომპანიას გაყიდვები თითქმის გაუნახევრდა.

საწყის ეტაპზე დაგეგმილი იყო ბროწეულის, ალუბლის და ციტრუსების 1 ლიტრიან მინის ბოთლებში  ჩამოსხმა, რაც შეეხება ხორცის კონსერვს, დაგეგმილი იყო მოთუშული ხორცის წარმოების დაწყება, რომელიც დახლზე თუნუქის ქილებში გამოჩნდებოდა.

მისი განცხადებით, პრობლემები შეიქმნა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზეც. „გაძვირებულია გადატვირთვის ფასები, პრობლემები ესეც ქმნის,“ - აცხადებს მერებაშვილი.

შეგახსენებთ, კასპის საკონსერვო ქარხანა ამ დროისთვის 40-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. მათ შორისაა, მურაბები, აჯიკები, მწნილები და ა.შ. წარმოებული პროდუქციის 50% საექსპორტოა. კომპანია ნედლეულს იბარებს როგორც ადგილობრივებისგან, ისე შიდა ქართლიდან.

კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო   პროდუქციის ნაირსახეობებს.

დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ისე მსხვილ ქსელებში. 2008 წლიდან კომპანია აწარმოებს ექპორტს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, ამერიკა, აფრიკა, უკრაინა და ისრაელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020