ბიზნესი
30/03/2023

ქართველი სტარტაპერების მიერ შექმნილი საავტომობილო გამოგონება ევროპასა და აშშ-ში გაიყიდება

მალე, თბილისში ისეთი ტიპის ავტომობილები ივლის, რომლებიც სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით იქნება აღჭურვილი.

გამოგონებამ, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს და ადამიანების სიცოცხლეს იხსნის, ყველა სახის ტესტირება უკვე გაიარა და ის ახლა, რეალიზაციაში ჩასაშვებად ემზადება.

ინოვაციური მოწყობილობა ქართულ-ლატვიურმა სტარტაპმა VOOVOO-მ შექმნა და ის გარდა საქართველოსი, მსოფლიოს ბევრს ქვეყანაში დაინერგება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  სტარტაპ კომპანია VOOVOO-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა  ვახტანგ იაშვილმა  განუცხადა, დრო, როდესაც ავტოავარია საბედისწერო ნაკლები ადამიანისთვის იქნება, არც ისე შორსაა.

„ჩვენ მიერ შექმნილი გამოგონება ავტომობილში ჩამონტაჟების შემდეგ, მძღოლს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. კერძოდ, მას სიჩქარის ლიმიტს უწესებს და უფლებას არ აძლევს წესები დაარღიოს. ჭკვიანი მოწყობილობა ყველა ტიპის ავტომობილთან თავსებადია და ის ინოვაციურია არ მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ბაზრებისთვისაც“, - აღნიშნა ვახტანგ იაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გარდა სიჩქარის შეზღუდვისა, ჭკვიან მოწყობილობას შეუძლია აგრესიული მართვის კონტროლი, მართვის საზღვრების შეზღუდვა, ასევე ავტომობილის ცვეთის შემცირება.

„ამ მომენტისთვის, პროდუქტს უკვე გავლილი აქვს როგორც ლაბორატორიული, ისე საველე ტესტირება და რეალიზაციაში ჩასაშვებად ემზადება. საწყის ეტაპზე, როგორც უცხოეთში, ისე ადგილობრივ ბაზარზე, სიჩქარის შემზღუდველი ჭკვიანი მოწყობილობა მხოლოდ ავტოგაქირავების ბაზარზე გამოჩნდება“, - განმარტა VOOVOO-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, რეალიზაციაში ჩაშვებამდე, პროდუქტი ევროკავშირის მასშტაბით დაშვებული სერტიფიკატის აღების მოლოდინშია. „აპრილში ვასრულებთ სასერტიფიკატო პროცესს და ამავე თვიდან, ვიქნებით თავისუფლები, რომ ეს პროდუქტი გავყიდოთ მთელი ევროკავშირის მასშტაბით. ევროპის ბაზარზე შესვლიდან 2-3 წელიწადში კი ამერიკის ბაზარზეც შევალთ“,- აღნიშნა ვახტანგ იაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება თავისუფალ გაყიდვებს, ფიზიკური პირები, კერძო მოხმარების ავტომობილისთვის, ჭკვიანი მოწყობილობის შეძენას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს, 2025 წლიდან შეძლებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022