ბიზნესი
27/01/2021

ქართველ მწარმოებელებს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შანსი აქვთ

რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში ლოგისტიკური ჰაბი შეიქმნა, რომელმაც საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი უნდა გაამარტივოს.

როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოში აცხადებენ, ლოგისტიკური ჰაბი უკვე მზადაა პროდუქციის დასაწყობებისთვის. ეს კი ქართველ ექსპორტიორებს შესაძლებლობას აძლევთ, რომ პროდუქცია სწორედ ამ წერტილიდან ევროკავშირის ქვეყნებს მარტივად მიაწოდონ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენი საბჭოს ხელშეწყობით, ამ პროექტს რუმინული კომპანია DTS LOGISTIC-ი ახორციელებს. ტვირთის ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდებასაც თავადვე უზრუნველყოფს. ტვირთების შეკრება ფოთსა და თბილისში მოხდება და ის კონტეინერებით შავი ზღვის მეშვეობით გაიგზავნება. ლოგისტიკური ჰაბის ამოქმედება ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს ტრანსპორტირების ხარჯებს შეუმცირებს და განბაჟებისა თუ სხვა პროცედურების გავლისთვის საჭირო დროს დაუზოგავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ისეთ საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვა-დასაწყობებაზე, რომელიც ტემპერატურული რეჟიმის კონტროლს არ გულისხმობს,“ - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კაჭარავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022