ბიზნესი
11/02/2022

ქართველ მენეჯერებს გერმანიაში გადამზადების შესაძლებლობა აქვთ

ქართველ მენეჯერებს გერმანიაში გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ.

პროგრამას, რომლის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სააგენტო "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამის ძირითადი მიზნები:

  • გერმანიის ბიზნეს მენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლა და გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა;
  • საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება;
  • გერმანული ბიზნესი პრაქტიკის გაცნობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დადანგარების შესახებ ცოდნის შეძენა;
  • გერმანულ კომპანიებთან კავშირების დამყარება;
  • პოტენციური ბიზნეს ურთიერთობების განვითარება.

პროგრამა მოიცავს როგორც ტრეინინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებს, რომელთაც აქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უმაღლესი განათლება ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. ასევე კომპანია 2-3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე, ქონდეს სურვილი ითანამშრომლოს გერმანულ კომპანიებთან კონკრეტული იდეებით.

გლობალური პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე პროგრამა ადაპტირდა ვირტუალური ფორმატზე და შედგება 3 ნაწილისგან:

ვირტუალური პროგრამის ფაზა

მონაწილეებს საშუალება ექნებათ 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემნინარებს.

ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში. 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში კონტაქტი ექნებათ გერმანულ ტრენინგ ცენტრთან.

ვირტუალური პროგრამის დასრულებიდან 6-12 თვის ვადაში მონაწილეებს მიიწვევენ 1 კვირით გერმანიაში, სადაც ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთანავე, საშუალება ექნებათ გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან.

პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

  • 28.03/08.04 - Onboarding phase, including Introduction workshop
  • 25.04/3.06 - Online phase (6 weeks)
  • 27.06/11.07 - Training of the group in Germany
  • აგვისტო - Transfer phase

რაც შეეხება აპლიკანტთა შერჩევას:

  1. დაინტერესებული პირი ავსებს სააპლიკაციო დოკუმენტებს და აგზავნის სააგენტოში ელექტრონული ფორმით;
  2. მიღებული აპლიკაციები გადაირჩევა გერმანელი პარტნიორების მიერ;
  3. გადარჩეულ აპლიკანტებთან შესაძლოა ჩატარდეს გაცნობითი ონლაინ შეხვედრა;
  4. გაიმართება გასაუბრება გადარჩეულ აპლიკანტებთან;
  5. საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან და აცნობებენ შერჩევის შესახებ;
  6. გერმანიაში ვიზიტისთვის, აუცილებელია, აპლიკანტს სრულად ჰქონდეს ჩატარებული ვაქცინაცია, ევროკავშირის მიერ აღიარებული ვაქცინით. (Moderna, Johnson, Pfizer, Astra Zeneca)

პროგრამის საინფორმაციო ბროშურის და სააპლიკაციო დოკუმენტები

სააპლიკაციო დოკუმენტები მსურველებმა უნდა შეავსონ 25 თებერვლამდეშევსებული საპლიკაციო დოკუმენტები და პასპორტის ასლი გადააგზავენონ ელ.ფოსტაზე (თემა: Fit for Partnership - სახელი და გვარი).

დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე 

Businesspartner