ბიზნესი
11/08/2020

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა

„საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთით იმპორტის 22%-ს ვანაცვლებთ,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ.

მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებლები 30%-საც გადააჭარბებს.

„წლების წინ, როცა ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ზეთისხილის ბიზნესი. პროდუქტის 100% იმპორტირებული იყო. ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის წილის ათვისება და ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 20-22%-ს შეადგენს,“ - აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

მისი ინფორმაციით, კომპანია უახლოეს პერიოდში ზეთისხილს 200-მდე ფერმერისგან ჩაიბარებს.

„ყოველ წელს იზრდება იმ ფერმერების რაოდენობა, ვისგანაც ზეთისხილს ვიბარებთ. რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია 500 კგ-ისაც და 8-10 ტონის ჩაბარება. ნებისმიერი მოცულობის შემთხვევაში თანახმა ვართ, პროდუქტი მივიღოთ,“ - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022