ბიზნესი
12/08/2020

"ქართული ზეთისხილი“ წელს გაორმაგებულ მოსავალს ელოდება

„ქართული ზეთისხილი“ წელს გაორმაგებულ მოსავალს ელის. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, გასულ წელს კომპანიამ 100 ტონამდე ზეთისხილის მიღება შეძლო. წელს კი ეს მაჩვენებელი 200 ტონას მიაღწევს.

„წელს განსაკუთრებით კარგი მოსავალი გვექნება, ამაში ბუნებრივმა პირობებმა და ამინდმაც შეგვიწყო ხელი. წვიმაც საკმარისად იყო და მზეც. რაც მიღებულ შედეგზეც აისახება,“ - აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

მისივე ინფორმაციით, „ქართული ზეთისხილის“ გაყიდვები პანდემიის პირობებში 20-25%-ით შემცირდა. გიორგი სვანიძე რეალიზაციის მაჩვენებლების გაუმჯობესებას სექტემბრიდან ელის.