ბიზნესი
06/12/2021

ქართული ტრადიციული საწებელი "სპაისელა" ექსპორტზე გავიდა

საქართველოს სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, ქართული ტრადიციული საწებელი „სპაისელა“ ექსპორტზე გავიდა.

კომპანია "ექსპორტინვესტი’’, რომელიც საქართველოში "სპაისელას" აწარმოებს, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო პალატებისა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობდა. ფორუმის ფარგლებში, "ექსპორტინვესტმა’’ მოლაპარაკებები აწარმოა ესტონურ იმპორტიორ კომპანიასთან, რომელიც ქართული საწებლით დაინტერესდა.

ესტონეთი გახდება მეორე ქვეყანა, სადაც ქართული საწებელი „სპაისელა“ ტალინის სავაჭრო ქსელებში გაიყიდება.

დღეს, პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ქსელურ მაღაზიებში, ასევე ნიუ-იორკის 15-მდე სავაჭრო ობიექტში. სამომავლოდ კომპანია საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და პროდუქტის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას გეგმავს.

Businesspartner