ბიზნესი
13/09/2021

ქართული Spilow 2022 წლიდან ექსპორტის გაძლიერებას გეგმავს

ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ბავშვის სამოსის ბრენდი Spilow 2016 წელს დაფუძნებული ბიზნესია. ბრენდი Spilow 10 წლამდე ბავშვის სამოსს კერავს. ტანსაცმელი ცელქი ბავშვებისთვის, ასე ახასიათებენ დინო ჟაკეტებსა და მონსტრ ჟაკეტებს, „ვითომ კაბებსა“ და დრაკონ კაბებს.

კომპანიის სამივე დამფუძნებელი დედაა და თვლიან რომ ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. მათი პროდუქციაც იმისთვის არის შექმნილი, რომ არ შეზღუდონ ცელქი ბავშვები და ხელი შეუწყონ მათ თამაშში.

ამჟამად პროდუქცია ადგილობრივი ბაზრის გარდა, მსოფლიოს  7 ქვეყანაში იყიდება.  მათ შორისაა: გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, იტალია, საბერძნეთი და ლიბანი.

საბავშვო სამოსის ბრენდი Spilow 2022 წლიდან აზიის ბაზარზე გასვლას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის თანადამფუძნებელი ტასო ჯაფარიძე აცხადებს, განიხილება ჩინეთი, სადაც კომპანია  პირველ სატესტო ნიმუშებს მომავალი წლის დასაწყისში გააგზავნის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020