ბიზნესი
07/12/2021

ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია "ლევორის" 44,995% წილს შეიძენს

„ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" „ლევორის" 100% წილის მფლობელისაგან 44,995% წილს შეიძენს.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონცენტრაციაზე თანხმობა უკვე გასცა.

სააგენტოს ცნობით, კონცენტრაციის მონაწილე მხარეები მოქმედებენ სხვადასხვა ბაზარზე. „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" ალკოჰოლური სასმელების და სხვადასხვა საკვები პროდუქტების რეალიზაციითაა დაკავებული, „ლევორი" კი საოჯახო ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობს.

მიღებული და დამუშავებული მასალების შესწავლის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ „ქართულ სადისტრიბუციო მარკეტინგულ კომპანიასა" და „ლევორს" შორის დაგეგმილი კონცენტრაცია არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან. 

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს 2 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 1 საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა სულ 16 552 კონცენტრაცია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020