ბიზნესი
15/06/2021

ქართული "სადილი" ივლისიდან კანადის სუპერმარკეტებში გაიყიდება

ქართული მზა სადილი მომდევნო თვიდან კანადაში გაიყიდება.

მოლაპარაკებები დასრულებულია და "ჯეო ნატურალსმა" პარტია ექსპორტზე უკვე გააგზავნა.

საერთაშორისო ბაზარზე გააქტიურების პარალელურად ფართოვდება ადგილობრივი წარმოებაც. მზა სადილს კიდევ სამი ახალი სახეობა დაემატება.

“ამჟამად ვაწარმოებთ 12 სახეობის მზა სადილს, მაგრამ თვის ბოლოსთვის კიდევ 3 ახალ დასახელებას გავუშვებთ გაყიდვაში. შეთანხმებას მივაღწიეთ ექსპორტთან დაკავშირებითაც, გაგვაქვს სოკოს სადილები სხვადასხვა სოუსით. პანდემიის მიუხედავად, შევძელით პროდუქციის კანადაში გატანა. პროდუქცია დაახლოებით ერთი თვეა უკვე გაგზავნილია. ახლო მომავალში მორიგ პარტიასაც გავაგზავნით და ჩვენი პროდუქცია მომავალ თვეში უკვე იქაურ სუპერმარკეტებში გაეშვება,“ - განმარტავს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი გიორგი თუთბერიძე.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამ "ჯეო ნატურალსს“ წარმოების ღირებულება საშუალოდ 20%-ით გაუძვირა. მიზეზი იმპორტირებული ნედლეულზე ფასის ზრდა და პანდემიით გამოწვეული ლოჯისტიკური პრობლემებია.

პანდემია საკმაოდ დიდი პრობლემა აღმოჩნდა ჩვენთვისაც. ქვეყნის ჩაკეტვამ, მიმოსვლის შეზღუდვამ გარკვეული პრობლემები გამოიწვია. იქიდან გამომდინარე რომ გარკვეული ნედლეულის იმპორტს ვახორციელებთ ლარის კურსის არასტაბლურობამ წარმოება გაგვიძვირა. გაძვირდა კომუნალური გადასახადი და ეს ყველაფერი საკმაოდ პრობლემურია ერთიანობაში,“- ამბობს გიორგი თუთბერიძე.

ცნობისთვის, "ჯეო ნატურალსი“ პროდუქციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან აწარმოებს. „სადილის“ ბრენდის ქვეშ ყოველდღიურად 10 000 ქილა პროდუქტი იწარმოება. ქარხანაში დასაქმებული ადგილობრივების რიცხვი კი 70-ს აჭარბებს. საწარმო სახელმწიფოს საგრანტო კომპონენტის ბენეფიციარია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020