ბიზნესი
29/04/2021

ქართული ორგანული ასკილის სასმელი "ნადი" Nexty Awards-ის ფინალისტია

ქართული ორგანული ასკილის სასმელი „ნადი“ აშშ-ს კონკურსის Nexty Awards-ის ფინალისტია.

როგორც “ბიზნესპარტნიორთან“ „ნადის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბაშიძემ განაცხადა, კონკურსი საკმაოდ პრესტიჟულია და ყოველწლიურად მასში მონაწილეობას იღებს, როგორც ბევრი, დიდი კომპანია ასევე, ახალი ბრენდი.

„Nexty Awards-ი ყოველწლოიურად ბაზარს აკვირდება და არჩევს ნატურალურ პროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიაში. ჩვენ ნომინაცია „ახალი ორგანული სასმელის“ ფინალისტები ვართ, რაც ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენთვის.

მინდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი სპეციფიკა, როდესაც საქართველოდან პროდუქციას გზავნი, ექსპორტიორი აკეთებს არჩევანს, ან ირჩევს სამიზნე ბაზარს და ისეთ პროდუქტს, რომელიც უკვე არსებობს ან მეორე არჩევანი არის ნოვატორულ, ნიშურ პროდუქციაზე. ამ დროს კონკურენცია არის დაბალი, მაგრამ ამასთანავე არსებობს რისკი გაამართლებს თუ არა პროდუქტი. თუ წარმატებული აღმოჩნდა პროდუქტი, ეს თავგადასავლების საწინდარია, სწორედ ამ თავგადასავლების ნაწილია ახლა „ნადი“, – აღნიშნავს გიორგი აბაშიძე.  

„ნადი“ ქმნის ღირებულებათა ჯაჭვს, რომელსაც სამი ძირითადი რგოლი აქვს: რეგიონში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა, კომპანია BPC და ამერიკელი პარტნიორები, რომელთან ერთადაც დაფუძნდა ნადი. „ნადი“ ამ ეტაპზე აწარმოებს ასკილის ორგანულ წვენს, ასევე მიქსს ბროწეულთან და ყურძნის წვენთან.