ბიზნესი
17/05/2023

"ქართული ოქრო განსაკუთრებული პოპულარობით ისრაელიდან ჩამოსულ ვიზიტორებს შორის სარგებლობს"


ტურისტების როლი ოქროს ნაკეთობების გაყიდვების მაჩვენებელში საკმაოდ სოლიდურია,- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ალექსანდრე ბარსეგიანმა, „ოქროს კიდობანის“ დილერმა განუცხადა. მისი თქმით, ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ხდება.

„მოგეხსენებათ, ადგილობრივი მოსახლეობა ზაფხულში უფრო მეტად დასვენებაზეა ორიენტირებული და ფინანსები ამ კუთხით აქვს მიმართული. ამიტომ, ოქროსა და ოქროს ნაკეთობების გაყიდვები მცირდება ხოლმე. სიტუაცია იმ შემთხვევაში ბალანსდება და სტაბილურდება, თუ დიდი რაოდენობით ტურისტი შემოდის. უცხოელი ვიზიტორები საქართველოში ოქროს შეძენით აქტიურად ინტერესდებიან, რისი მიზეზიც საქართველოში არსებული დაბალი ფასებია“, - განმარტა ალექსანდრე ბარსეგიანმა.

მისივე თქმით, ქართული ოქრო განსაკუთრებული პოპულარობით ისრაელიდან ჩამოსულ ვიზიტორებს შორის სარგებლობს.

„უცხოელები საქართველოში უმეტესად ცნობილი ბრენდების ოქროს ნაკეთობებს ყიდულობენ. მათ ქვეყნებში აბსოლუტურად იდენტური ბრენდები და ნაკეთობები გაცილებით მაღალ ფასად იყიდება, ამიტომ, სასურველ ნივთებს აქ ყიდულობენ. გაყიდვების მაჩვენებელში მაღალი წილით ისრაელის მოქალაქეები გამოირჩევიან. ასევე ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც ტურისტული მიზნით ჩამოსვლის შემთხვევაშიც კი, ხშირად სტუმრობენ საქართველოში არსებულ ოქროს ბირჟებს“,- აღნიშნა „ოქროს კიდობანის“ დილერმა.

ცნობისთვის, ამჟამად, საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს ფასი მზარდია. გაძვირება აპრილის თვიდან დაიწყო და სწორედ ამ პერიოდიდან, ძვირფასი მეტალის ღირებულება 2000 დოლარს გადასცდა. ამჟამად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 2015-დან 2020 დოლარამდე მერყეობს. დარგის ექსპერტები ოქროზე ფასების ზრდას გლობალურ ინფლაციას, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგიონალური ბანკების პრობლემებსა და  საპროცენტო განაკვეთების ზრდას უკავშირებენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022