ბიზნესი
18/10/2021
"ქართული მწვანილი" წარმოებას 1 თვეში განაახლებს
კომპანია “ქართული მწვანილი“ წარმოებას 1 თვეში განაახლებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმძღვანელმა ჯუმბერ ბელთაძემ განუცხადა, “ქარული მწვანილი“ დაახლოებით წელიწადნახევარია დახურულია, ერთ-ერთი მიზეზი კი პანდემია გახდა.
„ჩვენი პროდუქცია 100% საექსპროტოა, პანდემიის პირობებში კი პრობლემა შეიქმნა როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების. შესაბამისად, წარმოება გავაჩერეთ. ახლა უკრაინიდან დიდი მოთხოვნაა, ამიტომ წარმოების აღდგენას ვგეგმავთ,“ - აცხადებს ბელთაძე.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას არ აპირებს, რადგან ბაზარი ქართული და იმპორტირებული მწვანილით ისედაც გაჯერებულია.
„ქართული მწვანილი“ წყალტუბოს რაიონში მდებარეობს, 2017 წლიდან მწვანილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს და დაფასოებული სახით ექსპორტზე გააქვს.