ბიზნესი
11/07/2021

ქართული მოცვი ექსპორტზე გერმანიასა და ჰოლანდიაში გავა

ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია „ეფკო“ ევროკავშირში პირველ სრულად დატვირთულ კონტეინერს გააგზავნის.

როგორც კომპანიის პროექტის მენეჯერმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა სეზონის დასრულებამდე გერმანიასა და ჰოლანდიაში 3-4 კონტეინერი გაიგზავნება.

„ეს უპრეცედენტოა, რადგან ქართული ლურჯი მოცვით სრულად დატვირთული მანქანა პირველად გავა ევროკავშირში. ერთ მანქანაში თერთმეტი ტონა ლურჯი მოცვი ეტევა. ვაპირებთ, სამი ან ოთხი მანქანა გავუშვათ რაც ჩვენთვისაც და ქართული მოცვის მწარმოებლებისთვისაც დიდი გამოცდილებაა,“ - განმარტა რატი მორჩილაძემ.

მისივე განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებში ლურჯი მოცვის ღირებულება სტაბილურობით გამოირჩევა და ერთი კილოგრამის ფასი რვა ევრომდე აღწევს.

Businesspartner