ბიზნესი
14/02/2022

"ქართული ქსოვილის" და მეამას პარტნიორობა გრძელდება

თიბისისა და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ერთობლივი პროექტის „ქართული ქსოვილის“ და კომპანია „მეამას“ პარტნიორობა გრძელდება. კოლაბორაციის ფარგლებში, ქართული ქსოვილის ორნამენტებით ბრენდირებული ყავის სხვადასხვა არომატის კაფსულები შეიქმნა. შეფუთვაზე დატანილი ორნამენტები გვიანი შუა საუკუნეების ფრესკებისა და ქართველ დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდანაა აღებული.

„მეამამ“ პროექტ „ქართულ ქსოვილთან“ კოლაბორაციის ფარგლებში ნუშის, თაფლის ნუგბარის და ტყის თხილი შოკოლადით არომატის ყავა შესთავაზა მომხმარებელს. თანამშრომლობის პირველ ეტაპზე კი, ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით, „მეამა ქოლექთში“ ორი უნიკალური კოქტეილი შეიქმნა.

ქართულ ქსოვილებისა და ორნამენტების პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2018 წელს დაიწყო და ის მიზნად ისახავს ისტორიის ახალი ხედვით გაცოცხლებას, ქართული ქსოვილის ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციას და მისი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ქცევას.

ქართული ქსოვილის ნიმუშების თანამედროვე სახით გამოსაყენებლად თიბისიმ, დაინტერესებულ დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა, წიგნში თავმოყრილ ორნამენტებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახის პროდუქცია შეექმნათ. კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და დაინტერესებულ პირებს მათი შეძენა Qsovili.ge-ზე შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020