ბიზნესი
27/05/2021

ქართული კოსმეტიკური ბრენდი "ელასტია" გაფართოებას გეგმავს

ქართული კოსმეტიკური ბრენდი „ელასტია“ მომხმარებლებს ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულ სახისა და ტანის მოვლის საშუალებებს სთავაზობს.

ბრენდის შექმნის იდეა ანი ღაღაშვილს 3 წლის წინ გაუჩნდა, როდესაც პირადი მოხმარებისთვის სხვადახვა საცხებს ამზადებდა.

„ხელნაკეთი ნატურალური კოსმეტიკის დამზადების 23 წლიანი გამოცდილება მაქვს, რომელიც თავდაპირველად ჰობის დონეზე იყო. შემდეგ გადავწვიტე ეს ყველაფერი ბიზნესად მექცია და პროდუქტის სარეალიზაციოდ facebook გვერდი შევქმენი. ამას მალე დიდი გამოხმაურება მოყვა და აქედან დაიწყო "ელასტიას" ბრენდის შექმნაზე ფიქრი.

"ელასტიას" პროდუქცია მზადდება სტანდარტული ტექნოლოგიების რამდენიმე ვარიანტით, იმის მიხედვით, თუ რომელი პროდუქტი უნდა დამზადდეს. ეს არის ცივი და ცხელი მეთოდით დამზადება, ჰომოგენიზაცია, ექსტრაქცია, მაცერაცია და ა. შ. კოსმეტიკური საშუალებებისთვის ძირითადად იმპორტირრებულ ნედლეულს ვიყენებ. საცხები მზადდება მცენარეულ ცხიმებით, ზეთებითა და ექსტრაქტებით, რომლებიც 100%-ით ნატურალურია. ასევე, ზოგიერთი ინგრედიენტი უშუალოდ "ელასტიას" საწარმოშივე იქმნება. არ გამოიყენება კონსერვანტები და სხვა ქიმიური მინარევები,“ – აღნიშნავს ანი ღაღაშვილი.

ამ ეტაპზე „ელასტიას გაყიდვაში აქვს: სახის მოვლის საშუალებები, გამწმენდი რძე, თვალის კრემი, ანტიასაკობრივი საცხებისა და თვალის კრემის რამდენიმე სახეობა, ალოეს შრატი, სხვადასხვა სამკურნალო მკცენარეებზე დამზადებული ტანის ლოსიონები, კოსმეტიკური სკრაბი, მათი ძირითადი ნაწილი ბრენდის საავტორო რეცეპტითაა დამზადებული. ახლახანს წარმატებით დაიტესტა "თაფლის საცხი" და საცხი "ავოკადო და ალოე".  

სამომავლოდ კომპანიის გეგმაშია წარმოების გაფართოება, ასევე ბავშვის და მამაკაცის ხაზის შექმნა. ბრენდის დამფუძნებლის თქმით, პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ქართულ ბაზარზე ხდება, თუმცა უცხოეთშიც იგზავნება შეკვეთები.  

„წარმოების გაფართოებისთვის საწარმოო სივრცე და ლაბორატორია გვჭირდება, სადაც უკვე სრული დატვირთვით შევძლებ საწარმოო პოტენციალის გამოვლენას. ვცდილობთ მოვიძიოთ ფულადი სახსრები ამ გეგმის განსახორციელებლად. ამასთან ერთად, ვგეგმავთ სხვადასხვა ბაზრის ათვისებას, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი პროდუქტი,“ – ამბობს „ელასტიას“ დამფუძნებელი.

 

მეწარმეთა პოპულარიზაცია ხორციელდება "ბიზნესპარტნიორისა" და მეწარმეთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023